მსოფლიო / 01-06-2026

"რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1 410 ჯარისკაცი დაკარგა"

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, "რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1 410 ჯარისკაცი დაკარგა".

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია: 4 ტანკი; 2 ჯავშანტექნიკა; 50 საარტილერიო სისტემა; 1 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1852 დრონი; 9 უპილოტო სახმელეთო სისტემა; 384 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი და 5 სპეციალური აღჭურვილობა.