რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის ომის მოწინააღმდეგე ერთადერთი ოპოზიციური პარტია „იაბლოკო“ არჩევნებიდან მოხსნა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის ომის მოწინააღმდეგე ერთადერთი ოპოზიციური პარტია „იაბლოკო“ არჩევნებიდან მოხსნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ სარჩელი პარტიის დისკვალიფიკაციის მოთხოვნით პროკრემლისტურმა პარტია „როდინამ“ შეიტანა, რომელსაც მხარი საზღვარგარეთ მყოფმა რუსულმა ოპოზიციამ დაუჭირა. „იაბლოკოს“ პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.