"რუსეთი ყოველთვის ღიაა აშშ-სთან უკრაინის საკითხზე საუბრისთვის - მათ იციან ჩვენი პოზიცია"
"რუსეთი ყოველთვის ღიაა აშშ-სთან უკრაინის საკითხზე საუბრისთვის - მათ იციან ჩვენი პოზიცია. მით უმეტეს, ეს პოზიცია მათ ალასკაზეც მოისმინეს. ეს მათივე წინადადების საპასუხოდ იყო ჩამოყალიბებული.
დარწმუნებული ვარ, რომ მომლაპარაკებელთა გუნდს - ბატონებს სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ეს ნამდვილად არ დავიწყებიათ" - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.