რუსებმა ხარკოვის გარეუბანში საცხოვრებელ პუნქტს დაარტყეს
რუსებმა ხარკოვის გარეუბანში საცხოვრებელ პუნქტს დაარტყეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ამ დროის მონაცემებით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული
"ვმუშაობთ ხარკოვის გარეუბანზე მტრის დარტყმის შედეგების აღმოსაფხვრელად. არსებობს წინასწარი ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ. ამჟამად საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქვედანაყოფებმა გადაარჩინეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს რვა ადამიანი, რომელთა შორის დაშავებულებიც არიან. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში" - განაცხადა სინეგუბოვმა და დასძინა.