რუსებმა ბოლო 24 საათში უკრაინასთან ომში 1,310 ჯარისკაცი დაკარგეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს
რუსებმა ბოლო 24 საათში უკრაინასთან ომში 1,310 ჯარისკაცი დაკარგეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მტრის ჯამური დანაკარგებია: 1,414,820 ჯარისკაცი; 12,107 ტანკი; 24,906 ჯავშანტექნიკა; 45,628 საარტილერიო სისტემა; 1,922 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1,479 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 437 თვითმფრინავი; 398,763 დრონი; 1,857 უპილოტო სახმელეთო სისტემა; 33 გემი/ნავი; 117,910 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი; 4,402 სპეციალური აღჭურვილობა; 353 ვერტმფრენი; 2 წყალქვეშა ნავი და 4 733 ფრთოსანი რაკეტა.