ტექნოლოგიები / 18-09-2026

"როსტოვის სამხედრო აეროდრომზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ამ დრომდე ხანძარია"

როსტოვის სამხედრო აეროდრომზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ამ დრომდე ხანძარია. კადრები და ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება.

მათივე ცნობით, უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რამაც მოგვიანებით აფეთქებებიც გამოიწვია. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, განადგურებულია სამი Ан-12 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი.