სპორტი / 20-11-2025 / 58 Views

"რაც ხდება ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს სწორედ ამ სიბნელეზე" - ირაკლი კობახიძე

"სიბნელეზე როცა არის საუბარი, სიბნელეში მარტო გაუნათლებლობა არ იგულისხმება. აქ იგულისხმება აზროვნების სიმახინჯე და მენტალური სიმახინჯე. რაც ხდება ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს სწორედ ამ სიბნელეზე, რაც სუფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში.

თავის დროზე, როდესაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა და როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაშინ ვსაუბრობდით ჩვენ, საჯაროდაც, მათ შორის, წარმოვიდგინეთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ საბერძნეთთან ვერ მოგვეგო და ვერ გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ფეხბურთში იცით, რომ 1 წამში შეიძლება გადაწყდეს მატჩის ბედი და შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეს, ხომ? ასეთი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა ტიპის კამპანია ექნებოდათ მათ ნაკრების წინააღმდეგ. 1 წამი გადაწყვეტდა მათ დამოკიდებულებას. ჩვენი დამოკიდებულება, მნიშვნელობა არ აქვს, მოგებაა თუ წაგებაა, როცა საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ყოველთვის ვუდგავართ ნაკრებს გვერდით, ჩვენი მხარდაჭერით და ჩვენი ქომაგობით, ჩვენი სოლიდარობით განაცხადა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო TV იმედის ეთერში.