ბიზნესი / 31-07-2026

რა ჯდება განბაჟება და როგორ ავიღოთ ავტო სესხი გზაში მყოფი მანქანისთვის?

ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენა და საქართველოში ტრანსპორტირება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ხშირად მანქანებს იმპორტიორისგან უკვე გზაში ყოფნისას ყიდულობენ, რადგან ასეთ შემთხვევებში სასურველი მოდელის უკეთეს ფასად შეძენაა შესაძლებელი.

მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ავტომობილი საკმაოდ დიდი ინვესტიციაა, ხოლო მისი საზღვარგარეთ შეძენა - დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაძლოა საერთო ჯამში საბოლოო ფასი უფრო იაფი გამოვიდეს, ვიდრე თბილისის შოურუმში ახალი ავტომობილის შეძენა. მაგრამ შოურუმისგან განსხვავებით გზაში მყოფი მანქანის შეძენის ხარჯები არ შემოიფარგლება მხოლოდ ტრანსპორტის უშუალო ფასით.

თუ ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენასა და ჩამოყვანას აპირებ, ბიუჯეტის შედგენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო დამატებითი ხარჯები, რომლებიც ავტომობილის ქვეყანაში შემოსაყვანადაა საჭირო. მათ შორის კი, უპირველეს რიგში, განბაჟება.

მანქანის განბაჟების ღირებულება 2026 წლის მონაცემებით

2026 წლის 2 აპრილიდან ავტომობილების იმპორტის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებები შევიდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, 6 წელზე ძველ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი საგრძნობლად გაიზარდა და კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა პერიოდთან შედარებით 5.6-ჯერ მეტია.

საბაჟო ღირებულების ფორმირებისას მნიშვნელოვანი კომპონენტია დამატებული ღირებულების გადასახადიც (დღგ - 18%), რომელიც მანქანის საწყის ფასს, ტრანსპორტირებისა და აქციზის ხარჯებს ემატება. მაგალითისთვის, 2018 წლის, 12,000 დოლარად შეფასებულ 2.5 ძრავიან ავტომობილის ყიდვისას, მანქანის განბაჟების ღირებულება ჯამურად დაახლოებით 19,215 ლარი დაჯდება. გადასახადში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჰიბრიდულ მოდელებზეც - 2017 წლის 2.0 ძრავიანი ჰიბრიდის საბაჟო ხარჯი ცვლილებებამდე 3,000-4,000 ლარი ჯდებოდა, ახლა კი საშუალოდ 14,000-16,000 ლარამდე დაჯდება. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟება კიდევ უფრო ძვირი ჯდება, მათთვის ტარიფი სამმაგია.

როდესაც საბაჟო ხარჯები და აქციზი მნიშვნელოვნად იზრდება, მყიდველისთვის ხშირად რთულია საჭირო ფინანსური რესურსის ერთიანად მობილიზება. ავტომობილის განბაჟების გაზრდილი ტარიფების სრულად დაფარვა ბევრისთვის სერიოზული ფინანსური ბარიერია.

თუ შემიძლია მივიღო დაფინანსება გზაში მყოფი ტრანსპორტისთვის?

პასუხი ფინანსურ ინსტიტუტზეა დამოკიდებული. ავტო სესხის პირობებსა და დაფინანსების მიდგომებს კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ადგენენ. მათი ნაწილი გზაში მყოფ მანქანას, უბრალოდ, არ აფინანსებს.

კრედო ბანკში ავტო სესხი საზღვარგარეთ მყოფ მანქანებზეც გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ სესხი დაგიმტკიცდა, თანხა შეგიძლია ისე გაანაწილო, როგორც საჭიროდ ჩათვლი, მათ შორის, დაფარო არა მხოლოდ უშუალოდ ავტომობილის საწყისი ღირებულება, არამედ მისი განბაჟება და თანმდევი საიმპორტო ხარჯებიც.

პროცესი საკმაოდ მარტივია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პირობა აქვს: ავტომობილი ოფიციალური დილერისგან ან რეგისტრირებული ავტო იმპორტიორისგან უნდა შეიძინო, რომელიც შეძლებს ბანკისთვის შესაბამისი ინვოისის შედგენას და ავტომობილის დოკუმენტაციის მოწოდებას. ამ დოკუმენტების საფუძველზე, ბანკის წარმომადგენელი შეაფასებს მანქანას და დაამტკიცებს შესაბამის ლიმიტს - მაშინაც კი, თუ მანქანა ჯერ კიდევ გზაშია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

კრედო ბანკში ახალი და მეორადი მანქანის დაფინანსებას შორის დაფინანსების პროცესში არსებითი განსხვავება არ არის - წარსადგენი დოკუმენტების სია და შეფასების სტანდარტები ორივე შემთხვევაში იდენტურია.

კრედო ბანკის ავტო სესხის პირობები პოტენციურ მომხმარებელს სთავაზობს დაფინანსებას 75,000 ლარამდე. დაფარვის ვადა 12-დან 72 თვემდეა. ეს მიდგომა ყოველთვიური შენატანის ოპტიმიზაციის საშუალებას გაძლევს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სესხის გაცემის საკომისიო 0 პროცენტს შეადგენს.

პროცესი მაქსიმალურად მოქნილი, სწრაფი და მომხმარებლის დროის დაზოგვაზე ორიენტირებულია. განაცხადის შევსება და თანხის დამტკიცება სრულად დისტანციურად მიმდინარეობს. თუ ავტო სესხის აღებით ხარ დაინტერესებული, განაცხადის გაკეთება პირდაპირ კრედო ბანკის ოფიციალური საბანკო აპლიკაციის, Mycredo-ს საშუალებით შეგიძლია. საჭიროა მხოლოდ ავტორიზაციის გავლა, პროდუქტების ჩამონათვალში ავტო სესხის არჩევა და ინსტრუქციის მიხედვით განაცხადის შევსება.

თუ ავტომობილის იმპორტის პროცესში სპეციფიკური პრობლემა გაჩნდა ან უბრალოდ დამატებითი კითხვები გაქვს, ყოველთვის შეგიძლია დაუკავშირდე ბანკის სატელეფონო ცენტრს (*42 42)  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან ეწვიო უახლოეს სერვისცენტრს, სადაც დეტალურ კონსულტაციას გაგიწევენ.

ავტო სესხით შეგიძლია შეიძინო როგორც შიდა წვის ძრავის, ისე - ეკომეგობრული (ელექტრო და ჰიბრიდული) ავტომობილი. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, საჭირო ფინანსურ რესურსს იმავე დღეს მიიღებ. კრედო ბანკის ავტო სესხი შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის შეძენისა და იმპორტის პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივოს და ახალი, გაზრდილი ტარიფების პირობებშიც შეუფერხებლად შეძლო სასურველი ავტომობილის ჩამოყვანა.