მსოფლიო / 24-06-2026

"ყველა ეს ამჟამინდელი სირთულე რუსებს უნდა აახლოებდეს იმ აზრთან, რომ ეს ომი „ციდან არ ჩამოფრენილა“, ეს მათი ომია…"

"ყოველდღე ჩანს, რომ უკრაინული სიზუსტე მუშაობს. მადლობელი ვარ ყველა ჩართული ძალის. უპილოტო სისტემების ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, სამხედრო დაზვერვა, მადლობა ყველა ჩვენს ქვედანაყოფს.

ეს ჩვენი ზეწოლა და რუსეთზე ზეწოლის ნებისმიერი სხვა ფორმა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და მშვიდობის სასარგებლოდ იმუშაოს. რუსეთში უმრავლესობა უკვე უყენებს პრეტენზიას პუტინს იმის გამო, რომ მის ომს არც ბოლო უჩანს და არც დასასრული.

ყველა ეს ამჟამინდელი სირთულე რუსებს უნდა აახლოებდეს იმ აზრთან, რომ ეს ომი „ციდან არ ჩამოფრენილა“, ეს მათი ომია…" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.