banner
მსოფლიო / 15-05-2025 / 711 Views

პუტინი თურქეთში არ ჩავა

პუტინი თურქეთში არ ჩავა. მოლაპარაკებებისთვის გაგზავნილრუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სია კრემლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

რუსეთის დელეგაციას, პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს.

დელეგაციაში შედიან: მიხაილ გაულიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).

შეგახსენებთ, რომ თურქეთში უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები იგეგმება. უკვე თურქეთში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს ზელენსკიც.