პოლონურმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ Il-20-ს გზა გადაუჭრეს
„კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია ბალტიის ზღვის თავზე. პოლონეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ეფექტური რეაგირება. შეგახსენებთ: აგრესორი სწორედ რუსეთია! შესაბამისად, ძლიერი პოლონური შეიარაღებული ძალები და უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც ყოველდღიურად ასუსტებს მის პოტენციალს, ჩვენს ინტერესებში შედის და ეფუძნება ორმხრივობასა და პარტნიორობას“ - ასე გამოეხმაურა ოპერაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის თქმით, რუსული სადაზვერვო ფრენის მიზანი პოლონეთის თავდაცვის სისტემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და „NATO-ს მზადყოფნის შემოწმება“ იყო.
შეგახსენებთ, რომ პოლონურმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ Il-20-ს გზა გადაუჭრეს.