მსოფლიო / 28-09-2025 / 121 Views

პოლონეთმა დილით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული შეტევის მიმდინარეობისას, მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავები ააფრინა

ცნობილი ხდება, რომ პოლონეთმა დილით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული შეტევის მიმდინარეობისას, მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავები ააფრინა.

„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სარდლობამ გაააქტიურა ძალები და საშუალებები. ჰაერში გამანადგურებლები ააფრინეს, სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანეს“, - წერია ინფორმაციაში.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში თქვეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები პრევენციული ხასიათისაა.