პოლიციამ 5 პირი დააკავა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია ლუვრიდან მოპარული ისტორიული ნივთების ადგილმდებარეობა
ახალი დეტალები ლუვრის ძარცვასთან დაკავშირებით. საფრანგეთის პოლიციამ კიდევ 5 პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ბრალდებით დაკავებულმა ორმა პირმა დანაშაული უკვე აღიარა. მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
შეგახსენებთ, რომ ლუვრი 19 ოქტომბერს გაძარცვეს. ამ დრომდე უცნობია მოპარული ისტორიული ნივთების ადგილმდებარეობა, რომელიც ექსპერტთა შეფასებით, ჯამში 88 მილიონ ევროს შეადგენს.