პაპუაშვილი: "დავსვი კითხვა, ვისგან მოდის ეს მოთხოვნა? - პასუხი ვერ მივიღე, სიჩუმე იყო ამის პასუხი"
"პირველად ეს სურვილი გაჟღერდა შარლ მიშელის დოკუმენტში, 2021 წელს. ევროკავშირის ოფისში იყო შეხვედრა. ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, აშშ-ის ელჩი და, ასევე, შარლ მიშელის წარმომადგენელი, როდესაც გადმოგვეცა პირველი ვერსია საკითხებისა, რაზეც შეიძლება შეთანხმება ყოფილიყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. როდესაც გადავიკითხეთ ეს ვერსია, იქ ეწერა - გენერალური პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით და მე იქვე დავსვი კითხვა, ვისგან მოდის ეს მოთხოვნა? - პასუხი ვერ მივიღე, სიჩუმე იყო ამის პასუხი.
უნდა შევხედოთ იმას, თუ რას ითხოვენ საქართველოსგან, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და მივდივართ ერთ საკითხთან, რომელსაც არ ეშვებიან, ეს არის "ვეტინგი," სისტემა, როდესაც უცხოელები გინიშნავენ მოსამართლეებს. ეს არის მთავარი, რასაც უნდათ მიაღწიონ და ამაზე უარს, როდესაც ვეუბნებით, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან, რომელთაც უნიშნავენ მოსამართლეებსაც და პროკურორებსაც, ამაზე უარი არის სწორედ ის, რაც იწვევს კრიტიკას“ - შალვა პაპუაშვილი.