სოც. მედია / 17-12-2025

"ომის დასრულება ახლა ტრამპისა და ამერიკის პოზიციებზეა დამოკიდებული.." - ლუკაშენკო

"ომის დასრულება ახლა ტრამპისა და ამერიკის პოზიციებზეა დამოკიდებული... გარანტიები უნდა იყოს - რუსეთს სჭირდება გარანტიები, რომ ეს სამუდამო იქნება. მე ვიცი ეს. რუსეთს უნდა ისეთი მშვიდობის მიღწევა, რომელიც არასდროს დაირღვევა. ამით უკრაინაც დაინტერესებულია. ტრამპი ამის გარანტორი შეიძლება იყოს. ყველაფერი გვაქვს - ამიტომ უნდა დავუჩქაროთ...

ევროპელები ამაში ჩაერთნენ და ისინი ყურში უჩურჩულებენ ზელენსკის, რომ ომში დაეხმარებიან. ისინი არავის არ დაეხმარებიან. ევროპას არ აქვს ისეთი რესურსები, რაც ამერიკას გააჩნია და თუ ამერიკელები ამ ყველაფერს ჩამოსცილდებიან, ესკალაციის თავიდან არიდება შეუძლებელი იქნება. შემდეგ მიხვდებიან მაკრონი, მერცი და სტარმერი, რა შეცდომა დაუშვეს" - ლუკაშენკო.