NATO-ს შეფასებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 1,4 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
NATO-ს შეფასებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 1,4 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას European Pravda ალიანსის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს:
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წელს შეინარჩუნა ინიციატივა ბრძოლის ველზე, მისი მიღწევები ბევრად ნაკლებად სტაბილურია. გარდა ამისა, ჩვენ ვერ ვხედავთ ოპერატიული ტემპის მნიშვნელოვანი ცვლილების ან რუსეთის გარდაუვალი მასშტაბური შეტევის ნიშნებს, რაც [რუსეთის] ბრძოლის ველზე შემცირებული ეფექტურობით არის განპირობებული“ - უთხრა European Pravda-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.