საზოგადოება / 20-01-2026

მზია ამაღლობელის ძმა ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ დილიდან ელოდება გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას

ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები იმყოფებიან

მზია ამაღლობელის ძმა ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ დილიდან ელოდება გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი შეწყალებულთა შორის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სეწყალება 159 პირს შეეხო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შორის მზია ამაღლობელს, თუმცა, მას ციხე ამ დრომდე არ დაუტოვებია.