პოლიტიკა / 20-10-2025 / 82 Views

"მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული" - მარტა კოსი საქართველოზე

„განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ“, - ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი.