მსოფლიოს რეაქციის შემდეგ, ირანში, 26 წლის ერფან სოლტანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
მსოფლიოს რეაქციის შემდეგ ირანში, 26 წლის ერფან სოლტანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას AFP ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ გავრცელებული ცნობები მათ სოლტანის ადვოკატმა დაუდასტურა.
"26 წლის ახალგაზრდა გუშინ გათავისუფლდა. მას უკვე დაუბრუნეს ყველა პირადი ნივთი, მათ შორის, მობილური ტელეფონი" - თქვა ადვოკატმა.
მისი თქმით, სოლტანს გირაოს სახით 2 მილიარდი თომანი გადაახდევინეს, რაც დაახლოებით 12 600 აშშ დოლარია.