მსოფლიო / 12-01-2026

"მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან"

„შოკირებული ვარ ირანის ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ბოლო დღეებში ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობებით, რამაც ადამიანების სიკვდილი და დაშავება გამოიწვია.

აზრის გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი.

მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან.

ასევე მოვუწოდებ ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს, მათ შორის კომუნიკაციების აღდგენა“ - გაეროს გენერალურმდივანი, ანტონიო გუტერეში.