მოიწვიე მეგობრები თიბისის მობაილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე
„მოიწვიე მეგობარი“ - თიბისის მობაილბანკის ახალი პროგრამაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის, ინფლუენსერებსა და კონტენტ კრეატორებს დამატებითი თანხის საჩუქრად მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ყველაფერი ძალიან მარტივია - პროგრამის ფარგლებში, მეგობარს უზიარებ მოწვევის ბმულს და პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ორივე მომხმარებელი საჩუქრად 15 ლარს მიიღებს.
მოდი, დეტალურად გავიაროთ:
მოწვევის პროცესი სრულად მობაილბანკში მიმდინარეობს. მოწვევის ბმულს შენს პროფილში იპოვი, რომლის გაზიარებაც ნებისმიერი გზით შეგიძლია. მთავარია, ახალმა მომხმარებელმა რეგისტრაცია, სწორედ, ამ ბმულიდან დაიწყოს.
როცა შენი მეგობარი ანგარიშს გახსნის, პროცესის დასასრულებლად მას მხოლოდ 2 აუცილებელი ნაბიჯის შესრულება დარჩება:
- დარეგისტრირდეს შენს მიერ გაგზავნილი ბმულიდან და გაიაქტიუროს თიბისი ბარათი;
- განახორციელოს მინიმუმ 5-ლარიანი სამი გადახდა.
პროცესის დასრულების შემდეგ, ორივეს ანგარიშზე ერთდროულად აისახება 15-ლარიანი საჩუქარი.
გახსოვდეს, რომ არ არსებობს მოწვევების რაოდენობის ლიმიტი - შეგიძლია, ბმული ყველა მეგობარს გაუზიარო, რომელსაც თიბისის მობაილბანკი და ბარათი ჯერ არ აქვს.
და თუ სახლიდან გაუსვლელად დამატებითი შემოსავლის მიღება გსურს, ეს შესაძლებლობა არ უნდა გამოტოვო.