მსოფლიო / 12-12-2025

"მოდით, დავიცვათ გაერთიანებული ევროპა. ეს ჩვენი ამოცანაა"

„გულის სიღრმეში, მე დარწმუნებული ტრანსატლანტიკოსი ვარ. მაგრამ რა არის ასეთი მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვამაყობთ, რომ ვართ ევროკავშირი, რომ ვხედავთ ჩვენს ძალას და რომ ვუმკლავდებით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან შეიცვალა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვიცვლებით და ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: რა არის ჩვენი პოზიცია? რა არის ჩვენი ძალა?

მოდით, ვიმუშაოთ ამაზე. მოდით, ვიამაყოთ ამით. მოდით, დავიცვათ გაერთიანებული ევროპა. ეს ჩვენი ამოცანაა. შევხედოთ საკუთარ თავს და ვიამაყოთ საკუთარი თავით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა POLITICO-სთან ინტერვიუში.