ტექნოლოგიები / 29-07-2026

"მობილიზაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ეს არის მტრის სიცრუე"

„მტრის მცდელობები, გაავრცელოს ყოველგვარი სისულელე იმის შესახებ, თითქოს ქვეყანაში მობილიზაცია მზადდება, სხვა არაფერია, თუ არა ცრუ პროვოკაცია. ეს არჩევნების წინ პროპაგანდის ნაწილია, ისინი ბუნებრივია ცდილობენ დესტაბილიზაცია შეიტანონ ვითარებაში ჩვენს ქვეყანაში, შექმნან ნეგატიური განწყობები… კიდევ ერთხელ სპეციალურად გავუსვამ ხაზს: მობილიზაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ეს არის მტრის სიცრუე, რომელიც თვითონ განიცდის ადამიანური რესურსის დეფიციტს, იქ უბრალოდ ომის შემძლე არავინაა, ხოლო საკუთარ მოქალაქეებს ღორებივით იჭერენ, სცემენ და ავტობუსებში ყრიან. აი, რას უკავშირდება ეს ყველაფერი…

ხოლო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტებს აფორმებენ, ნამდვილი პატრიოტები არიან, ადამიანები, რომლებსაც თავიანთ პირად მოვალეობად მიაჩნიათ სამშობლოს დაცვა მტრისგან და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რუსეთის გამარჯვებისთვის" - რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.