მსოფლიო / 13-10-2026

"მხოლოდ ის ვიცი, რომ ზელენსკი და პუტინი ერთად უნდა შეიკრიბონ და დაასრულონ ეს აბსურდული ომი"

"მხოლოდ ის ვიცი, რომ ზელენსკი და პუტინი ერთად უნდა შეიკრიბონ და დაასრულონ ეს აბსურდული ომი. ამ თვეში მათ 32 000 ადამიანი დაკარგეს ამ ომში და ეს აბსურდულია. ასე რომ, ისინი ერთად უნდა შეიკრიბონ და ეს საქმე დაასრულონ. მათ [ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზე] მიაღწიეს შეთანხმებას. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვთქვი, თქვენ შეთანხმებული ხართ-მეთქი. აი, ზუსტად ამიტომ. მათ მიაღწიეს შეთანხმებას იმიტომ, რომ მე ვთქვი, ისინი შეთანხმებულები არიან-მეთქი, და ეს საქმე მოსაგვარებელია.

ვფიქრობ, მათ სურთ გარიგების დადება, მაგრამ არ იციან, როგორ. თუმცა, ჩვენ მათ მოვაპოვებინებთ გარიგებას. პუტინს სურს გარიგების დადება და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ზელენსკისაც მოუნდეს გარიგების დადება... ვფიქრობ, რეალურად პუტინს უფრო სურს შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ზელენსკის" - ამბობს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრისას.