მსოფლიო / 05-12-2025 / 52 Views

"მხოლოდ ღირსეული მშვიდობა მოიტანს ნამდვილ უსაფრთხოებას" - ზელენსკი

„დღეს უკრაინის წარმომადგენლები გააგრძელებენ დისკუსიას ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან. ახლა ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რა ითქვა რუსეთში და რა საბაბები მოიფიქრა პუტინმა ომის გასაჭიანურებლად და უკრაინაზე ზეწოლისთვის - ჩვენზე და ჩვენს დამოუკიდებლობაზე ზეწოლისთვის.

უკრაინა მომზადებულია სიტუაციის ყველა სავარაუდო განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ჩვენს პარტნიორებთან ერთად მშვიდობის მიღწევის უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ეს იყოს ღირსეული მშვიდობა.

მხოლოდ ღირსეული მშვიდობა მოიტანს ნამდვილ უსაფრთხოებას და ჩვენ გვესმის რომ ეს, როგორც ახლა, ასევე მომავალშიც მოითხოვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.