"მხოლოდ დღეს და მხოლოდ კიევში, რუსული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 31 დაშავდა - მათ შორის შვიდი ბავშვია" - ზელენსკი
"მხოლოდ დღეს და მხოლოდ კიევში, რუსული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 31 დაშავდა - მათ შორის შვიდი ბავშვია. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ეხმარება ადამიანებს - ყველა მაშველს, ყველა კომუნალურ კომპანიაში მომუშავეს, ვინც ნამდვილად მუშაობს დახმარებისთვის.
მხოლოდ ამ ერთი კვირის განმავლობაში, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 1 200 სადესანტო დრონი და უკვე 50 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს - და მათი უმეტესობა ბალისტიკურია. ასეთი საფრთხისგან დაცვა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება - მსოფლიოში არც ერთი ერი არ უნდა დარჩეს მარტო ასეთი საფრთხის წინაშე" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.