მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოვაგდოთ მფრინავი ობიექტები, როდესაც ისინი დაარღვევენ ჩვენს ტერიტორიას და იფრენენ პოლონეთის თავზე - ტუსკი
„ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოვაგდოთ მფრინავი ობიექტები, როდესაც ისინი დაარღვევენ ჩვენს ტერიტორიას და იფრენენ პოლონეთის თავზე. ამაზე აბსოლუტურად არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს…
როდესაც საქმე გვაქვს სიტუაციებთან, რომლებიც სრულად ნათელი არ არის, როგორიცაა რუსული გამანადგურებლების ბოლოდროინდელი ფრენა Petrobaltic პლატფორმაზე - მაგრამ ყოველგვარი დარღვევის გარეშე, რადგან ეს არ არის ჩვენი ტერიტორიული წყლები - ნამდვილად საჭიროა ორჯერ დაფიქრება, სანამ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქმედებებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ძალიან მწვავე ფაზა…
ასევე აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყო... რომ ყველა მოკავშირე ამას ზუსტად ისე მოეპყრობა, როგორც ჩვენ…“ - პოლონეთის პრემიერ მინისტრი, დონალდ ტუსკი.