მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად extra.ge-სთან პარტნიორობით, 10 დეკემბერს ყველა ის მომხმარებელი, რომელიც პირველად ისარგებლებს ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით, პლატფორმაზე განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე 30%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 150 ლარს) მიიღებს.
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით აქამდე არცერთ არხში უსარგებლიათ.
რა არის ნაწილ-ნაწილ გადახდა?
ეს ონლაინ გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს სასურველი ნივთი და მისი ღირებულება ზუსტად 4 თანაბარ ნაწილად დამატებითი ხარჯის გარეშე (ეფექტური 0%) დაფაროს.
როგორ გამოვიყენოთ ნაწილ-ნაწილ გადახდა extra.ge-ზე?
პროცესი მარტივია:
- დაამატეთ სასურველი ნივთ(ებ)ი კალათაში extra.ge-ზე;
- ყიდვისას გადახდის მეთოდებში აირჩიეთ „ნაწილ-ნაწილ გადახდა“;
- გაიარეთ ავტორიზაცია მობილბანკში ან ინტერნეტბანკში;
- დაასრულეთ პროცესი extra.ge-ს პლატფორმაზე.
ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.