მერაბ ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა უძილაურმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა
მერაბ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდა.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულმა გელა უძილაურმა დღევანდელ პროცესზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
ადვოკატებთან რამდენიმეწუთიანი კონსულტაციის გავლის შემდეგ, უძილაურმა, როგორც პროკურატურის მოწმედ, ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
„არ სურს პროკურორს ჩვენება მისცეს",- განაცხადა მისმა ადვოკატმა.