„მე ვერ გეტყვით ახლა. ამის ასე დაკავშირება სპეკულაცია იქნება, მგონია" - სალია გლდანის ციხის ყოფილი უფროსის გარდაცვალებაზე
„მე ვერ გეტყვით ახლა. ამის ასე დაკავშირება სპეკულაცია იქნება, მგონია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად ჰქონდა ამას კავშირი იმ კონკრეტულ ეპიზოდთან, როდესაც პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და შემდგომ ამას ჩვენი გამოძიების და დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოჰყვა ის, რომ რამდენიმე პირმა თავისი განცხადებით დატოვა სისტემა" - პაატა სალია კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ბაჩიაშვილის საქმეს გოგობერიშვილის გარდაცვალება.