მსოფლიო / 23-09-2025 / 61 Views

„მე დავასრულე შვიდი ომი, ვითანამშრომლე თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და გაეროს მხრიდან კი სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია" - ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტმა, გაეროში სიტყვით გამოსვლისას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესახებ ისაუბრა:

მე დავასრულე შვიდი ომი, ვითანამშრომლე თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და გაეროს მხრიდან კი სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია, რომელიც შეთანხმების დასრულებაში დახმარებას შემომთავაზებდა…

გაეროსგან მხოლოდ ესკალატორი მივიღე, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა.. შემდეგ კი სუფლიორი, რომელიც არ მუშაობდა.

ასე რომ, რა არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზანი? გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ ის ამ პოტენციალის რეალიზებასთან ახლოსაც კი არ მიდის“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.