"ხუთი მიზნისკენ მივისწრაფვით, რომლებზეც ჩვენ, უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები ერთად შევთანხმდით"
"ჩვენ მშვიდობისკენ მიმავალ გზას თქვენთან ერთად, უკრაინელებთან, ჩვენს ევროპელ მეზობლებთან და ასევე შეერთებულ შტატებთან ერთად გავივლით. მე მჯერა, რომ დღეს ამ გზაზე კარგი ნაბიჯი გადავდგით და შემდეგ ნაბიჯებსაც გადავდგამთ. ჩვენ ხუთი მიზნისკენ მივისწრაფვით, რომლებზეც ჩვენ, უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები ერთად შევთანხმდით.
უპირველეს ყოვლისა, მიზანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს შეინარჩუნებს. მეორე, ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს უზრუნველყოფილი შეერთებული შტატებისა და ევროპელების მხრიდან სამართლებრივი და მატერიალური უსაფრთხოების გარანტიებით.
აშშ-ის სამართლებრივი გარანტიები რეალური პროგრესია, რასაც ძალიან მივესალმები. მესამე, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე - უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები. ეს გუშინ მოხდა და ეს ჩვენი ურთიერთგაგებაა, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა. მეოთხე, ამ ყველაფერმა არ უნდა შეარყიოს ნატოს და ევროკავშირის ერთიანობა და სიძლიერე. და მეხუთე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა შენარჩუნდეს უკრაინის ევროპული პერსპექტივები და ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას.
შობამდე ცეცხლის შეწყვეტა მთლიანად რუსულ მხარეზეა დამოკიდებული. ევროპელები გააგრძელებენ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, განსაკუთრებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიზნით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ძალისხმევის გაძლიერებას. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია" - გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.