საზოგადოება / 08-05-2026

"ქართველი კაცი ქვევრს გულს ამსგავსებს. როგორც გული აწვდის სისხლს მთელ სხეულს, ისე ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას იმ წმინდა სითხით"

"ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკონოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა. ვაზის მოვლით დაწყებული, ღვინის დაბადებით გაგრძელებული და ქართული სუფრის ფენომენით დაგვირგვინებული ეს სრულყოფილი და უნიკალური პროცესი ჩვენი იდენტობის განუყოფელი და უწყვეტი ციკლია.

ვაზთან ყოველი შეხება, ვენახში გატარებული ყოველი წუთი, სინამდვილეში, ქართველი კაცის მიწისა და სამშობლოს უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა. სიმბოლურია, რომ ქართველი კაცი ქვევრს გულს ამსგავსებს. როგორც გული აწვდის სისხლს მთელ სხეულს, ისე ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას იმ წმინდა სითხით, რომელიც ქართული სუფრისა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციას საუკუნეების განმავლობაში აცოცხლებს." - მიხეილ ყაველაშვილმა ღვინის ეროვნული დღეზე სიტყვით გამოსვლისას.