მსოფლიო / 04-02-2026

„ჯეფრი ეპსტინმა ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო"

„ჯეფრი ეპსტინმა ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო. ეს გუშინ გამოქვეყნდა მილიონობით გვერდის მქონე დოკუმენტების სახით. რა სიგიჟეა ეს. მან შეთქმულება მოაწყო ჩემ წინააღმდეგ, რათა დარწმუნებულიყო, რომ არჩევნებში წავაგებდი. ეს ერთადერთი რამ იყო, რაც ჩემზე იყო ნახსენები.

ვფიქრობ, ნამდვილად დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს. ახლა იცით, რომ ჩემ შესახებ არაფერი გამოვლენილა, გარდა იმისა, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ ეპშტეინისა და სხვა ადამიანების მიერ. ვფიქრობ, დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს, მაგალითად ჯანდაცვაზე, ისეთ რამეზე, რაც ხალხს ადარდებს“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან.