პოლიტიკა / 16-10-2025 / 114 Views

"ჯარიმები, აღმოჩნდა, რომ იყო არასაკმარისად ეფექტური" - კობახიძე

"ჯარიმები, აღმოჩნდა, რომ იყო არასაკმარისად ეფექტური. არიან ადამიანები, ვიღაცამ სიამაყით თქვა, რომ 250 000 ლარის ჯარიმა აქვს გამოწერილი უკვე, მაგრამ მაინც დადის. ბევრი უსაქმურია, არ მუშაობს და, შესაბამისად, არც ამოღების რესურსი არ არსებობს, ხო? ასეთი ადამიანები მიდიან და კეტავენ გზას.

ეს მაგალითები პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ საკმარისად ეფექტური არ არის ჯარიმები და რაც საკმარისად არ არის ეფექტური, ის უნდა შეიცვალოს უფრო ეფექტური საშუალებით. ეს სამართლებრივი ლოგიკაა და ამას გვეუბნება ჩვენ თანაზომიერების პრინციპიც - ჯერ უნდა სცადო იმ ზომის გამოყენება, რომელზეც ფიქრობ, რომ უფრო რბილი და ეფექტურია, თუ გიჩვენებს ეს ზომა, რომ არ არის საკმარისად ეფექტური, შეიძლება გადახვიდე განსხვავებულ ზომაზე...

ამ შემთხვევაში, აჩვენა პრაქტიკამ, რომ ჯარიმა არ არის საკმარისად ეფექტური ზომა და, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელსაც, განმეორების შემთხვევაში, მოჰყვება უკვე სისხლისსამართლებრივი ზომა და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე ჯარიმები" - ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.