იტალიაში საქართველოს 27 წლის მოქალაქე რესტორნის ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს
რომის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს 27 წლის მოქალაქე რესტორნის ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს.
რომის პოლიციისმონაცემებით, შემთხვევა რომში, პრატის უბანში მოხდა.
საქართველოს მოქალაქემ კანდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში სალაროს გაქურდვა სცადა, რა დროსაც მას ფაქტზე წაასწრეს. ამის შემდეგ, 27 წლის ქართველი რესტორნის თანამშრომლისა და მფლობელის მიმართ აგრესიული გახდა, მათზე ფიზიკური ძალადობა სცადა და დაემუქრა. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციაც, რომელმაც ეჭვმიტანილი ძარცვის მცდელობისთვის დააკავა.