ისტორიული მომენტი: საქართველო მეოთხედფინალშია - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს ევრობასკეტზე
საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველად ისტორიაში ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა. თამაში ანგარიშით, 70:80 დასრულდა.
ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად კი საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, 18:00 საათზე შეხვედრას ფინეთთან გამართავს.
ინფორმაციისთვის, მერვედფინალში ფინეთმა სერბეთი დაამარცხა. საქართველოს მსგავსად, ფინეთი ევრობასკეტის მეოთხედფინალში პირველად მოხვდა. ამასთან, ეს იქნება საქართველოსა და ფინეთს შორის გამართული მეორე შეხვედრა 2011 წლის შემდეგ.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს ევრობასკეტზე. საქართველოს ბანკი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.