"ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ არა წამზომის ან განრიგის მიხედვით, არამედ დასახული მიზნების მისაღწევად"
"წინ ათასობით სამიზნე გვაქვს... ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან კოორდინაციით, მზად გვაქვს გეგმები მინიმუმ ებრაულ დღესასწაულ პასექამდე, რაც დაახლოებით სამი კვირის შემდეგაა. გარდა ამისა, გვაქვს უფრო ღრმა გეგმები მომდევნო სამი კვირისთვის...
ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ არა წამზომის ან განრიგის მიხედვით, არამედ დასახული მიზნების მისაღწევად, რაც ირანის რეჟიმს სერიოზულად დაასუსტებს" - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა CNN-თან ინტერვიუში.