სოც. მედია / 20-04-2026

"ირანულმა ეკიპაჟმა დამორჩილებაზე უარი თქვა, რის გამოც ჩვენმა ხომალდმა გემი სამანქანო განყოფილებაში ჭურვის მოხვედრით პირდაპირ გზაზე შეაჩერა"

"ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, სახელად TOUSKA, რომლის სიგრძე თითქმის 900 ფუტს აღწევს, წონა კი თითქმის ავიამზიდის ტოლია, დღეს ჩვენი საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, რაც მათთვის ცუდად დასრულდა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მართვადი სარაკეტო გამანადგურებელმა - USS SPRUANCE TOUSKA ომანის ყურეში შეაჩერა და სამართლიანად გააფრთხილა, გაჩერებულიყო.

ირანულმა ეკიპაჟმა დამორჩილებაზე უარი თქვა, რის გამოც ჩვენმა ხომალდმა გემი სამანქანო განყოფილებაში ჭურვის მოხვედრით პირდაპირ გზაზე შეაჩერა. ამჟამად ხომალდი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კონტროლის ქვეშაა. TOUSKA იმყოფება აშშ-ის ხაზინის სანქციების ქვეშ მისი წარსული უკანონო საქმიანობის გამო. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ხომალდს და ვამოწმებთ, რა არის ბორტზე!" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social.