პოლიტიკა / 16-01-2026

ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, 23 წლის არიანა არჯმანდი პირდაპირი გასროლით მოკლეს

გავრცელებული ცნობებით, ანტისამთავრობო აქციების დროს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, 23 წლის არიანა არჯმანდი პირდაპირი გასროლით მოკლეს.

ამის შესახებ, ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაცია ავრცელებს.

კერძოდ, Hengaw-ის ცნობით, 23 წლის არჯმანდი 2026 წლის 8 იანვრის საღამოს მოკლეს. ის წარმოშობით ბორუჯერდიდან იყო, რომელიც ირანის დასავლეთით მდებარეობს. მას საპოლიციო ძალებმა მაშინ ესროლეს, როდესაც ის მათგან გაქცევასა და თავის დაღწევას ცდილობდა.