ირანის ექსპერტთა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის მესამე უმაღლეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევა
ცნობილი ხდება, რომ ირანის ექსპერტთა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის მესამე უმაღლეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევა. ინფორმაციას Iran International ავრცელებს.
„დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ექსპერტთა ასამბლეამ, წევრების გადამწყვეტი ხმით, აიათოლა სეიედ მოჯთაბა ჰოსეინ ხამენეი აირჩია და წარადგინა ირანის ისლამური რესპუბლიკის წმინდა სისტემის მესამე ლიდერად...
ასამბლეა მოუწოდებს ირანის კეთილშობილ ხალხს, განსაკუთრებით სემინარიებისა და უნივერსიტეტების ელიტასა და ინტელექტუალებს, ერთგულება აღუთქვან ხელმძღვანელობას და შეინარჩუნონ ერთიანობა ახალი ლიდერის გარშემო“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Iran International-ი ავრცელებს.