ირაკლი კობახიძე: „ეუთო/ოდირის განცხადებაში ჩანს ნონსენსი"
„ეუთო/ოდირის განცხადებაში ჩანს ნონსენსი. 4 ოქტომბერს იყო უმძიმესი ძალადობა. საჭირო გახდა 15 პოლიციელის ჰოსპიტალიზება, რომელთაგან ორი ღმერთის წყალობით სიკვდილს გადაურჩა. ამ ფონზე ოდირის წარმომადგენლები რაღაც თემებზე საუბრობენ.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამას ის უსამართლობაც ემატება, რასაც ჩვენ ვხედავთ“, - ირაკლი კობახიძე.