პოლიტიკა / 04-11-2025 / 165 Views

იოზვიაკის განცხადებით, საქართველოს "საშინელი" შეფასება აქვს

"ევროკომისიის შეფასებით, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურადაა" - წერს რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე.

ამავე დროს, იგი აზიარებს პოსტს, სადაც დღეს დაწერა, რომ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს "საშინელი" შეფასება აქვს. მისი თქმით, საქართველოზე უკეთესი შეფასება, პრორუსულმა სერბეთმა მიიღო.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, გაფართოების ანგარიშში წერია, რომ ოცნების ხელისუფლება უპრეცედენტოდ მწვავედაა გაკრიტიკებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის „შერყევის“, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო.

დოკუმენტი დღეს ხვალ გამოქვეყნდება.