პოლიტიკა / 11-02-2026

"გვაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება"

"ერთი მხრივ, ფაქტია, ჩვენ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, საქართველოსთან ურთიერთობებში უნდა მოხდეს გარკვეული სიახლის შეტანა.

გვაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება, როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ჩვენს ურთიერთობებში გვექნება გარკვეული სიცხადე, როგორ უნდა წარვმართოთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები" აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.