საზოგადოება / 26-05-2026

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!"

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ეს დღე ყველა იმ ქართველს ეკუთვნის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა სამშობლოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ხარიტონ შავიშვილი ერთ-ერთია, ვისი ცხოვრება და ბრძოლა შვეიცარიას უკავშირდება.

"ჩვენი ევროპაში მოღვაწეობის დღისწესრიგში იდგა უმთავრესათ მაშინ უკვე ფაქტიურათ არსებულ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოსთვის სხვა სახელმწიფოთაგან ფაქტიური და იურიდიული ცნობა მოგვეპოვებია... საქართველოს დამოუკიდებლობა მაშინ ახალი ამბავი იყო…“  - ხარიტონ შავიშვილი, რევოლუციონერი, მწერალი და ერთა ლიგაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი" - წერს საქართველოში შვეიცარიის საელჩო.