ბიზნესი / 11-12-2025

განახლებული რეიტინგი | სანდრო ბაზაძე მსოფლიოში საუკეთესო მოფარიკავეა

საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე, მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 225 ქულით, სანდრო მსოფლიოში საუკეთესო მოფარიკავეა. მისი უახლოესი მდევარი, ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი, ბაზაძეს 19 ქულით ჩამორჩება.

ივლისში, თბილისმა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. მშობლიურ არენაზე ბაზაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ აქტივში დამატებითი სარეიტინგო ქულები ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ფარიკაობაში ამ რანგის ტურნირი საქართველოს დედაქალაქში პირველად გაიმართა.

ამ მიღწევით, ბაზაძე გახდა პირველი ხმლით მოფარიკავე საქართველოს ისტორიაში, რომელიც მსოფლიო პირველობას დაეუფლა. 2025 წლამდე, მსოფლიო ჩემპიონატზე, მას ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

32 წლის სპორტსმენის სპორტულ მიღწევათა სია შთამბეჭდავია. მსოფლიო პირველობის გარდა, ბაზაძე ევროპის 2-გზის ჩემპიონი 2022, 2023) და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის მედალოსანია. წარმატებული იყო კარიერის სტარტზეც: ახალგაზრდებს შორის, 2013 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, რასაც  23 წლამდელთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონობაც (2014, 2016) დაუმატა.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველს სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.