პოლიტიკა / 25-09-2025 / 156 Views

"გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია" - ყაველაშვილი

„საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის. ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი.

გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ, უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან, მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე“ - მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე.