პოლიტიკა / 30-10-2025 / 651 Views

ფაშინიანი: "სომხეთის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია"

"აზერბაიჯანის სახელით ვერ ვისაუბრებ და ეს არასწორი იქნებოდა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს ჩვენი მისწრაფებების, ჩვენი ამბიციების ნათელი დასტურია. ეს, გარკვეულწილად, დაკავშირებულია რეგიონის კიდევ ერთი ქვეყნის - საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან.

ამ კანონის სომხეთში მიღება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ერთი წლის წინ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რადგან ეს გეოგრაფიის საკითხიცაა, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მე-8 სამშვიდობო ფორუმზე.