საზოგადოება / 26-12-2025

"ფასების დაწევა პროცესის საფუძველზე არის შესაძლებელი. იგივე ეხება, მათ შორის ალბათ ფარმაცევტულ სექტორსაც"

"ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად წარიმართოს ეს ყველაფერი. დაგვჭირდება კონსულტაციები სადისტრიბუციო კომპანიებთან და ასევე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან.

როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა უკვე დაადასტურა მზაობა, რომ შექმნას საპარლამენტო კომისია ამისათვის და სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ასევე გამოხატეს მზაობა, რომ შექმნან შესაბამისი პროცესი უშუალოდ სამართალდამცავ სტრუქტურებში.

ბუნებრივია, ამ ყველაფერმა უნდა მოგცეს შედეგი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ფასების დაწევა პროცესის საფუძველზე არის შესაძლებელი. იგივე ეხება, მათ შორის ალბათ ფარმაცევტულ სექტორსაც. აქაც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, რომ იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა.

ეს არის საზოგადოების ინტერესებში. მთავარია, ჩვენ ზუსტად დავადგინოთ, სად იმატებს ფასი ჭარბად და სად არის შესაძლებელი ფასნამატის შემცირება, იქ რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, ასეთი კანონმდებლობის შემოღებაზე და სხვა ზომებზე, რამაც შეიძლება, საბოლოო ჯამში უზრუნველყოს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების უკეთ დაცვა" - ირაკლი კობახიძე.