ევროპარლამენტარები ითხოვენ გამოძიებას, რომლითაც დადგინდება, რა ნივთიერება გამოიყენეს საქართველოში აქციების დაშლის დროს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტარები ევროკომისიას მიმართავენ და ითხოვენ გამოძიებას, რომლითაც დადგინდება, რა ნივთიერება გამოიყენეს საქართველოში აქციების დაშლის დროს .
ინიციატივა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ეკუთვნის. მის წინადადებას ხელს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან 20 ევროპარლამენტარი აწერს და ევროკომისიას ისინი პარასკევს მიმართავენ.
„ვფიქრობ, საჭიროა სათანადო გამოძიება, საჭიროა ოფიციალური მოკვლევა და მჯერა, რომ აუცილებელია სამართლიანობა იმ ქართველი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ.
სწორედ ამიტომ, ვიწყებ ამ საკითხზე შეკითხვას კომისიისადმი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბრალდებების დონეზეა და მეც შესაბამისად ვუდგები საკითხს. ვითხოვ, რომ კომისიამ ჩაატაროს გამოძიება, შეისწავლოს ეს საქმე“ - აცხადებს გრეგოროვა.